იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის გავლენა პსჟ-ზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის გავლენა პსჟ-ზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური Relevo პარი სენ-ჟერმენისთვის ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისის გავლენაზე წერს.


,,მსოფლიოს ნებისმიერ გუნდს სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა, თუ ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს მთელი სეზონით დაკარგავდა.


თუმცა ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენის შემთხვევაში სიტუაცია შესაძლოა სრულიად განსხვავებულად განვითარდეს. ასტურიელმა სპეციალისტმა თავისი რესურსებითა და ტაქტიკური მოქნილობით არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსგავსი სირთულეების დაძლევა შეუძლია.


სერიოზული დანაკლისი ლუის ენრიკეს შეტევაში


ქართველმა გარემარბმა ბარსელონასთან შეხვედრაში, ერთ-ერთი დაცვითი ეპიზოდის დროს, მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა.



ეჭვგარეშეა, რომ ეს სერიოზული დანაკლისია, თუმცა ლუის ენრიკემ უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო უნარები და წარმოსახვა აქვს.


ამ მხრივ, პსჟ სხვა გუნდებისგან განსხვავებულ მდგომარეობაშია. პარიზულ კლუბს ფეხბურთელების მუდმივად დამატების პრაქტიკა აქვს, მაშინაც კი, როდესაც გუნდის შემადგენლობა ისედაც მაღალ დონეზეა დაკომპლექტებული.


დეზირე დუე და მიკა გოდტსი - მთავარი ალტერნატივები


უშუალო შემცვლელებს შორის პსჟ-ს უკვე ჰყავს რამდენიმე ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, რომელთა როლიც კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს.


პირველი და ყველაზე გამორჩეული ვარიანტი დეზირე დუეა, რომელიც შეტევაში უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ბოლო პერიოდში გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა.


ფრანგი შესაძლოა გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდეს, რადგან ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, გამოირჩევა დრიბლინგით, შეზღუდულ სივრცეში მოქმედების უნარითა და სწრაფი შეტევების დროს მაღალი სისწრაფით. ის ფეხბურთელია, რომელსაც ლუის ენრიკე სრულად ენდობა.



გარდა ამისა, პარიზულ კლუბს კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი ჰყავს - მიკა გოდტსი.


ბელგიელი ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა პსჟ-ში და ფერან ტორესთან ერთად გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენი გახდა.


გოდტსი ისეთი ფეხბურთელია, რომლის სათამაშო სტილიც კვარაცხელიას შესაძლებლობებს ძალიან ჰგავს. ის პრაქტიკულად ქართველი გარემარბის სათამაშო სტილის ანალოგია, თუმცა ჯერ არ დაუმტკიცებია, რომ იმავე ელიტურ დონეზე შეუძლია თამაში, რომელიც ხვიჩამ ჯერ კიდევ იტალიაში წარმოაჩინა.


ამ თვალსაზრისით, ლუის ენრიკესთვის ორივე ვარიანტი ლოგიკურია. მას შეუძლია ქართველი ფეხბურთელი მსგავსი სტილის მქონე გოდტსით ჩაანაცვლოს ან დუე საპირისპირო ფლანგზე გადაიყვანოს, ხოლო მარჯვენა ფლანგი აკლიუშს დაუთმოს, რომელიც ასევე 2026/27 წლების სეზონის წინ შეუერთდა გუნდს.


შიდა რესურსები და ტაქტიკური ვარიანტები


ამ 2 ძირითადი ვარიანტის გარდა, ლუის ენრიკეს დამატებითი შესაძლებლობებიც აქვს.


ფერან ტორესი, ნუნუ მენდეში და პსჟ-ს აკადემიის ფეხბურთელები შესაძლოა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ალტერნატივები გახდნენ.



ტაქტიკური თვალსაზრისით, არჩევანი საკმაოდ საინტერესოა. პარიზელებს საჭიროების შემთხვევაში სათამაშო სქემის შეცვლაც შეუძლიათ, რაც მწვრთნელს დამატებით მოქნილობას აძლევს.


ლუის ენრიკე კვარაცხელიას არყოფნის კომპენსირების აუცილებლობას აცნობიერებს, თუმცა მიიჩნევს, რომ არცერთი ტრავმა არ უნდა გახდეს სატრანსფერო ბაზარზე გასვლის აუცილებელი მიზეზი.


შესაბამისად, ახალი ფეხბურთელის შეძენა კლუბის პირველი ნაბიჯი, სავარაუდოდ, არ იქნება, თუმცა ეს შესაძლებლობა სრულად გამორიცხული არ არის.


პსჟ კვარაცხელიას ტრავმის გამო პანიკაში არ ჩავარდება


მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ კლუბს ფინანსური რესურსებიც აქვს და შემადგენლობის გაძლიერების საჭიროებაც არსებობს, პსჟ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.


ლუიშ კამპუში კიდევ ერთხელ შეეცდება, ახალი ფეხბურთელების დასამატებლად საუკეთესო მომენტი შეარჩიოს, რათა გუნდი იმ იდეალურ დონეს მიუახლოვდეს, რომელიც ყველა ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება.


კამპუშის მთავარი ამოცანა იქნება იმის განსაზღვრა, თუ რომელ პოზიციაზე და რა ფორმით სჭირდება გუნდს გაძლიერება.



ტრავმირებული ფეხბურთელის ზუსტად ანალოგიური მოთამაშით ჩანაცვლება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის.


ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია გუნდის კონკრეტული კომპონენტების გაძლიერება, არსებული ფეხბურთელების როტაციის სწორად დაგეგმვა ან ისეთი მოთამაშის გამოყენება, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.


პსჟ-სთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მიღებული შემოსავალიც, რომელიც კლუბს პოტენციური შენაძენის ღირებულების განსაზღვრაში დაეხმარება.


პარიზულმა კლუბმა ფეხბურთელების გაყიდვით 200 მილიონ ევროზე მეტი მიიღო.


კერძოდ, ბრედლი ბარკოლას ტრანსფერიდან - 125 მილიონი ევრო, გონსალუ რამუშისგან - 74 მილიონი, ხოლო კან ინ ლისგან - 35 მილიონი ევრო.


ამ გარიგებებმა პსჟ-ს ისედაც ძლიერი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუმჯობესა.


პსჟ-ს შესაძლო სატრანსფერო სამიზნეები


სატრანსფერო ბაზარზე არაერთი ფეხბურთელია, რომელიც პარიზული კლუბისთვის შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს. ამასთან, იანვარში ახალი მოთამაშის დამატების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.


მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლუიშ კამპუში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში მნიშვნელოვანი თანხის დახარჯვას გადაწყვეტს ისეთ ფეხბურთელზე, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე ჯერ არ დაუმტკიცებია.


პოტენციურ კანდიდატებს შორის გამოირჩევიან ხილბერტო მორა, იბრაჰიმ მაზა, ეზ აბდე და ნიკო უილიამსი.


თითოეულ მათგანს შეუძლია პსჟ-ს შემადგენლობის ხარისხობრივად გაძლიერება და ლუის ენრიკეს მოთხოვნებთან ადაპტირება.


ხილბერტო მორა, მექსიკური ხოლოს დე ტიხუანას ნახევარმცველი, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო.


ის ჩრდილოამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტალანტად მიიჩნევა და პსჟ-სთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შენაძენი გახდეს.



რაც შეეხება იბრაჰიმ მაზას, ლევერკუზენის შემტევი ნახევარმცველი უკვე ჩამოყალიბდა აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად.


ის უნივერსალური შემტევია, რომელსაც ფლანგიდან ცენტრისკენ გადაადგილება და მოედნის ცენტრალურ ზონებში ეფექტურად მოქმედება შეუძლია. ასეთი პროფილის ფეხბურთელი ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სისტემას კარგად მოერგებოდა.


ეზ აბდესა და ნიკო უილიამსის შემთხვევაში კი საუბარია შესაბამისად ბეტისისა და ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელებზე, რომლებსაც ლუის ენრიკე კარგად იცნობს.


ორივე მათგანი დინამიკური მარცხენა გარემარბია და კვარაცხელიას უშუალო შემცვლელად გამოდგებოდა.


თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფეხბურთელს ქართველის დანაკლისის შევსება შეუძლია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში ხელმისაწვდომნი იქნებიან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა განსხვავებაა კვერნაძესა და კვარაცხელიას შორის? - ფროზინონეს მწვრთნელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა განსხვავებაა კვერნაძესა და კვარაცხელიას შორის? - ფროზინონეს მწვრთნელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერია ა, პრემიერ ლიგა, ლიგა 1 - რომელი კლუბები ინტერესდებიან კვერნაძით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სერია ა, პრემიერ ლიგა, ლიგა 1 - რომელი კლუბები ინტერესდებიან კვერნაძით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლის მწვრთნელის ყურადღების ცენტრში – რა ოცნება აიხდინა სალიამ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლის მწვრთნელის ყურადღების ცენტრში – რა ოცნება აიხდინა სალიამ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება დინამო არენაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება დინამო არენაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

რა განსხვავებაა კვერნაძესა და კვარაცხელიას შორის? - ფროზინონეს მწვრთნელი

News image

4 სთ წინ

სერია ა, პრემიერ ლიგა, ლიგა 1 - რომელი კლუბები ინტერესდებიან კვერნაძით?

News image

2 სთ წინ

ნიუკასლის მწვრთნელის ყურადღების ცენტრში – რა ოცნება აიხდინა სალიამ?

News image

44 წთ წინ

ეროვნული ლიგის ყველაზე პრინციპული დაპირისპირება დინამო არენაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება