მან სიტის ბრაზილიელი მეკარე ედერსონი გალათასარაიში გადასვლასთან არის ახლოს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვულვზთან დღევანდელ თამაშს ედერსონი სწორედ იმის გამო ტოვებს, რომ მან სიტი და გალათასარაი მის ტრანსფერზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
დღეს თურქულმა კლუბმა სიტის 10-მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა ინგლისური კლუბი ბრაზილიელი გოლკიპერის სანაცვლოდ უფრო მეტს ითხოვს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ედერსონმა სიტის მაისურით კიდევ ოდესმე ითამაშოს.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, მორაესი ახალ სეზონს გალათასარაიში დაიწყებს, რომელიც ურუგვაელი ფერნანდო მუსლერას შემცვლელს ეძებს.