მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, ტორინომ ლაიფციგთან ელიფ ელმასის იჯარით ტრანსფერი შეათანხმა. მიუხედავად ვალენსიასა და სხვა კლუბების ინტერესისა, ელმასი იტალიაში ბრუნდება.
ჩრდილო მაკედონიელი ფეხბურთელი ტურინში დღეს ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ტორინოს მოთამაშის გამოსყიდვა ზაფხულში 17 მილიონ ევროდ შეეძლება, მაგრამ ეს სავალდებულო არ იქნება.
ელმასი 2019-2024 წლებში ნაპოლიში თამაშობდა და გუნდთან ერთად სერია ა-ც მოიგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები