მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერხიო რამოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით ანდრეს ინიესტას მიმართა.
"ძვირფასო ანდრეს,
დღეს მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი თავი სრულდება შენი კარიერის დასრულებით. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ეროვნულ ნაკრებში შენთარ ერთად უამრავი მომენტის გაზიარება. ჩვენ ერთად დიდებულ რაღაცებს მივაღწიეთ და დაუვიწყარი მოგონებები შევქმენით, რომელთაც ჩვენს გულებში სამუდამოდ შევინახავთ.
შენმა ნიჭმა, თავდადებამ და თავმდაბლობამ ამ სპორტში წარუშლელი კვალი დატოვა. ფეხბურთს მოენატრები, ისევე როგორც მე. მაგრამ ჩვენ ვაფასებთ ყველაფერს, რაც მოგვეცი. ისიამოვნე შენი ცხოვრების ახალი ეტაპით. მალე შევხვდებით. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ." - წერს ლეგენდარული ესპანელი მცველი ინსტაგრამზე.
ანდრეს ინიესტამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 40 წლის ასაკში დაასრულა. რამოსი და ინიესტა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონები არიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები