მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
21 აპრილს მადრიდში Laureus-ის ყოველწლიური სპორტული დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. უკვე ცნობილი გახდა თუ ვინ იბრძოლებენ სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოობისთვის.
წლის კაცი სპორტსმენი - კარლოს ალკარასი (ჩოგბურთი), მონდო დუპლანტისი (მძლეოსნობა), ლეონ მარშანი (ცურვა), ტადეი პოგაჩარი (ველორბოლა), მაქს ვერსტაპენი (მოტორბოლა)
წლის ქალი სპორტსმენი - სიმონ ბაილსი (ტანვარჯიში), აიტანა ბონმატი (ფეხბურთი), სიფან ჰასანი (მძლეოსნობა), ფაიტ კიპიეგონი (მძლეოსნობა), სიდნი მაკლაფლინ-ლევრონი (მძლეოსნობა), არინა საბალენკა (ჩოგბურთი)
წლის გუნდი - ბოსტონ სელტიკსი (კალათბურთი), ბარსელონას ქალთა გუნდი (ფეხბურთი), მაკლარენი (ფორმულა 1), რეალის კაცთა გუნდი (ფეხბურთი), ესპანეთის კაცთა ნაკრები (ფეხბურთი), აშშ-ს კაცთა ნაკრები (კალათბურთი)
წლის აღმოჩენა - ჟულიენ ალფრედი (მძლეოსნობა), ლევერკუზენის კაცთა გუნდი (ფეხბურთი), სამერ მაკინტოში (ცურვა), ლეცილე ტებოგო (მძლეოსნობა), ვიქტორ ვემბანიამა (კალათბურთი), ლამინ იამალი (ფეხბურთი)
Laureus-ის ყოველწლიური დაჯილდოება 2000 წლიდან ტარდება. ყველაზე მეტჯერ (6) აღნიშნული ჯილდო როჯერ ფედერერს აქვს მოგებული, ყველაზე მეტჯერ კი (12) ნომინირებული ტაიგერ ვუდსია.
გასულ წელს წლის საუკეთესო სპორტსმენები ნოვაკ ჯოკოვიჩი (მეხუთედ) და აიტანა ბონმატი გახდნენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები