მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში კიდევ ერთი ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, სადაც ლეიკერსმა კლიპერსი კვლავ დაამარცხა, ამჯერად ანგარიშით 108-102.
გამარჯვებულ გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საიუბილეო მატჩი აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსისთვის, რომელმაც კარიერაში მე-1000 გამარჯვება მოიპოვა. ის ამ მაჩვენებლით ყველა დროის სიაში მე-4 ადგილზეა.
1. კარიმ აბდულ-ჯაბარი - 1074
2. რობერტ პერიში - 1014
3. ტიმ დანკანი - 1001
4. ლებრონ ჯეიმსი - 1000
5. ჯონ სტოკტონი - 953
ლეიკერსმა კი ამ გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები