სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.
ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ოქტომბრის შეხვედრებისთვის 23 მოთამაშე გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, სარაევოს ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.
უკრაინასთან თამაში 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩატარდება, ხოლო ალბანეთს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღებს.
ნაკრები მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
თავდასხმა: გიორგი გულიაშვილი (სარაევო), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი)
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები