UFC-ის ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა მაქს ჰოლოვეისთან ბრძოლაში განცდილი მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
კონორმა მატჩის პირველივე წამებზე მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო.
„ამ ბრძოლისთვის იმდენად კარგად ვიყავი მომზადებული, რომ უბრალოდ ვერ ვიჯერებ იმას, რაც მოხდა. ლაპარაკი იმაზე, რომ ფორმაში არ ვიყავი, სრული სისულელეა.
მშვიდად, მზად და საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. შოკში ვარ მომხდარის გამო.
ეშმაკი სიტყვასიტყვით პირდაპირ სახეში მიყურებს, თუმცა ამ პროვოკაციაში არ ჩავერთვები. ხვალ ეკლესიაში წავალ. მე ამას გადავლახავ, გზიდან ვერავინ ჩამომაცილებს და აუცილებლად დავბრუნდები“, - დაწერა მაკგრეგორმა.