UFC 329-მ მაყურებლის იმედი ვერ გაამართლა.
თანა-მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ბენუა სენ-დენისი და პედი პიმბლეტი, ხოლო მთავარ დაპირისპირებაში კონორ მაკგრეგორი და მაქს ჰოლოუეი დაუპირისპირდნენ. ირლანდიელი ოქტაგონზე 2021 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა.
სენ-დენისი და პიმბლეტის დაპირისპირებაში ხალხი სისხლის ღვრას და ბოლო წვეთამდე ბრძოლას ელოდა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა - ბრიტანელმა პირველი წუთის დამთავრებამდე მოასწრო ფრანგის დასაბმითება და გამარჯვება ნაადრევად გაიფორმა.
ვერ გამართლდა მაყურებლის დიდი მოლოდინი ვერც კონორის ბრძოლაში, რომელმაც პირველივე წამებზე ფეხის ტრავმა მიიღო და მალევე დანებდა, რადგან ფეხზე დგომასაც ვერ ახერხებდა ნორმალურად. გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მაქს ჰოლოუეის ჩაეწერა, რომელმაც 77 კგ წონით კატეგორიაში პირველი ბრძოლა ჩაატარა.
მთავარი ქარდის ყველა ბრძოლის შედეგი:
ქინგ გრინმა ტირანს მაკკინი ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში დაამარცხა
ბრენდონ როივალმა მესამე რაუნდში ლონერ კავანაგი დაასაბმითა.
მარიო ბაუტისთამ გადაწყვეტილებით დაამარცხა კორი სენდჰეგენი.
პედი პიმბლეტმა პირველივე წუთზე ბენუა სენტ-დენისი დაასაბმითა.
მაქს ჰოლოუეიმ პირველივე წუთზე კონორ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.