მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს ევრო 2024-ზე 1/8 ფინალური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება.
დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდებიან. (20:00)
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში პოლონეთთან შესრულებული ქამბექის შემდეგ ნიდერლანდებმა საფრანგეთთან უგოლო ფრე ითამაშა, ბოლოს კი ავსტრიასთან 3-2 წააგო და ჯგუფიდან მე-3 ადგილით გავიდა. "შემდეგ თამაშში გუნდი წინა მატჩის პასუხით უნდა დაბრუნდეს" - განაცხადა რონალდ კუმანმა ავსტრიასთან წაგევბის შემდეგ. "ჩვენთვის სასწორზე ბევრი რამ დევს. ეს შეიძლება ბოლო მატჩი იყოს ჩემპიონატზე."
ნარინჯისფრებს რუმინეთთან 14 შეხვედრიდან 10 მოგებული აქვთ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. ედვარდ იორდანესკუს გუნდი ჯგუფის გამარჯვებულია და საკმაოდ თავდაჯერებულიცაა. ისინი ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში 2000 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ. "ეს ისტორიული მომენტია ჩვენთვის." - განაცხადა რუმინეთის მწვრთნელმა, რომლის გუნდმაც უკრაინა პირველ ტურში 3-0 გაანადგურა. "ეს ახალი თაობა თავის ისტორიას წერს." - დაამატა მეკარე ფლორინ ნიცემ. რუმინელები დიდ ტურნირზე ისტორიაში მესამე 1/8 ფინალში გასვლას უმიზნებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
რუმინეთი: ნიცე; რაციუ, დრაგუშინი, ბურკა, სორესკუ; მ.მარინი, რ.მარინი, სტანჩუ; მანი, მიჰაილა, დრაგუში.
დისკვალიფიკაცია: ბანკუ
დისკვალიფიკაციის საფრთხე: ბურკა, მ.მარინი, რ.მარინი, პუშკაში.
ნიდერლანდები: ვერბრუგენი; დუმფრისი, დე ვრაი, ვან დაიკი, აკე; შაუტენი, სიმონსი, რაინდერსი; ფრიმპონგი, დეპაი, გაკპო.
დისკვალიფიკაციის საფრთხე: შაუტენი, ვეერმანი
მატჩის მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ცვაიერი იქნება, რომელმაც ევრო 2024-ზე ორ შეხვედრაში უკვე იმსაჯა.
იტალია 2-1 ალბანეთი (4 ყვითელი ბარათი)
თურქეთი 0-3 პორტუგალია (5 ყვითელი ბარათი)
მიუხედავად ამ ტურნირზე რუმინეთის კარგი თამაშისა, შეიძლება ითქვას, რომ ნიდერლანდებს გაუმართლა, რადგან საპლეიფო ბადის ამ ნაწილში მოხვდა და ნარინჯისფრებს თუ რამის ამბიცია აქვთ, დღეს რუმინელების ბარიერი აუცილებლად უნდა დაძლიონ.
დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ავსტრია და თურქეთი შეხვდებიან და უძლიერესის ვინაობას გაარკვევენ (23:00).
სულ რაღაც 3 თვის წინ ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრიამ თურქეთი 6-1 გაანადგურა. რალფ რანგნიკის გუნდმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპი საფრანგეთთან 1-0 მარცხით დაიწყო, შემდეგ კი პოლონეთს მოუგო 3-1, ბოლო ტურში ავსტრიელებმა ნიდერლანდები დაამარცხეს 3-2 და ჯგუფის გამარჯვებულებიც გახდნენ, რაც მათთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. "ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია." - განაცხადა გუნდის მცველმა ალექსანდერ პრასმა. "ცოტას თუ სჯეროდა, რომ ჯგუფს პირველ ადგილზე დავასრულებდით, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით."
თურქეთი შეეცდება ავსტრიელთა ამბიციები ჩაახშოს და მათი წარმატება წამოწიოს წინ, რომელსაც საქართველოსთან და ჩეხეთთან მიაღწიეს. "ჩვენ მარტში ავსტრიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მძიმე მარცხი ვიწვნიეთ, ახლა კი გამარჯვება გვსურს." - განაცხადა ჯენქ თოსუნმა, რომლის გუნდიც ევროს პლეიოში 2008 წლის შემდეგ პირველად არის. "ჩვენ ყოველთვის ევრო 2008-ის წარმატების ოცნებით ვთამაშობთ" - დაამატა თოსუნმა. თურქეთი 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა, სწორედ ამ წარმატების გამეორების იმედი აქვთ წელსაც თურქ გულშემატკივრებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ავსტრია: პენცი; პოში, დანსო, ლინჰარტი, მვენე; ზივალდი, გრილიჩი; ლაიმერი, ბაუმგარტნერი, ზაბიცერი; გრეგორიჩი.
დისკვალიფიკაცია: ვიმერი
დისკვალიფიკაციის საფრთხე: არნაუტოვიჩი, ბაუმგარტნერი, დანსო, ლაიმერი, მვენე, პოში, კერფელდი, ვიობერი.
თურქეთი: გიუნოქი; მიულდური, დემირალი, ბარდაქჩი, ქადიოღლუ: იუქშექი, აიჰანი; ილდიზი, გიულერი, ილმაზი, თოსუნი.
დისკვალიფიკაცია: ჩალჰანოღლუ, აქაიდინი.
დისკვალიფიკაციის საფრთხე: აიჰანი, ჩაქირი, ჩელი, გიულერი, გიუნოქი, ქიოქჩუ, მიულდური, იოზჩანი, ილდისი, იუქშექი.
მატჩს პორტუგალიელი არტურ სოარეშ დიაში განსჯის, რომელიც მიმდინარე ტურნირზე უკვე 2 მატჩის მთავარი არბიტრი იყო.
პოლონეთი 1-2 ნიდერლანდები (1 ყვითელი ბარათი)
დანია 1-1 ინგლისი (4 ყვითელი ბარათი)
ავსტრიისა და თურქეთის მატჩები ამ ტურნირზე ძირითად შემთხვევაში უხვგოლიანი გამოდის, წესითა და რიგით, ერთმანეთთან დაპირისპირებაშიც არ უნდა ვიხილოთ მოსაწყენი თამაში და ამ შეხვედრაში ბევრ გოლს უნდა ველოდოთ.
და რაც მთავარია, სპორტის გურუს შევსებაც არ დაგავიწყდეთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
10 საათის წინ
10 საათის წინ
11 საათის წინ