მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერვედფინალების ბოლო სათამაშო დღეს კვლავ ორ თამაშს ვიხილავთ.
რუმინეთი - ნიდერლანდები [20:00]
გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 14-ჯერ დაუპირისპირდნენ, 10 გამარჯვება ნიდერლანდებმა მოიპოვა, 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 1-ხელ კი რუმინეთმა იზეიმა წარმატება.
ბოლო მატჩი გუნდებს შორის 2017-ში შედგა, როცა ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებმა 3:0 იმარჯვა. რუმინეთის ბოლო გამარჯვება 2007 წლით თარიღდება (1:0).
ჯგუფური ეტაპის შედეგები
ნიდერლანდები 2:1 პოლონეთი
ნიდერლანდები 0:0 საფრანგეთი
ნიდერლანდები 2:3 ავსტრია
რუმინეთი 3:0 უკრაინა
რუმინეთი 0:2 ბელგია
რუმინეთი 1:1 სლოვაკეთი
ნიდერლანდებმაც და რუმინეთმაც ჯგუფის 3 მატჩიდან 2-ში მოახერხა გოლის გატანა.
გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 მატჩი
რუმინეთი 0:3 ნიდერლანდები (2017)
ნიდერლანდები 4:0 რუმინეთი (2013)
რუმინეთი 1:4 ნიდერლანდები (2012)
ნიდერლანდები 2:0 რუმინეთი (2008)
რუმინეთი 1:0 ნიდერლანდები (2007)
ნიდერლანდები 0:0 რუმინეთი (2007)
როგორც ვხედავთ, გუნდებს შორის გამართული ბოლო 3 მატჩი უხვგოლიანი გამოვიდა, უგოლო ფრე კი გუნდებს შორის 17 წელია არ დაფიქსირებულა.
რუმინეთმა ამ ტურნირზე ჩატარებულ 3 მატჩში 12 კუთხური მოაწოდა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 4-ს უდრის.
იმავე 3 მატჩში ნიდერლანდებმა 14 კუთხურის მოწოდება მოახერხა, რაც ასევე საშუალოდ 4-ზე ოდნავ მეტია.
ნიდერლანდები ამ ევროზე ძალიან ფრთხილად თამაშობს, გუნდს 3 მატჩში მხოლოდ ორი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, იმავეს ვერ ვიტყვით რუმინეთზე, რომლის ფეხბურთელებიც ამ ტურნირზე 7-ჯერ გაყვითლდნენ.
ავსტრია - თურქეთი [23:00]
გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 17-ჯერ დაუპირისპირდნენ. 9 გამარჯვება ავსტრიამ იზეიმა, 7 თურქეთმა, 1-ხელ კი ფრე შედგა. ავსტრიამ ამ მატჩებში 24 გოლი გაიტანა, თურქეთმა კი - 23.
ბოლო მატჩი გუნდებს შორის 2024 წლის 26 მარტს შედგა, როცა ავსტრიამ ამხანაგურ მატჩში 6:1 მოიგო. იქამდე იყო თურქეთის გამარჯვება (2016) - 1:2. ერთადერთი ფრე კი გუნდებმა 2011-ში ითამაშეს (0:0).
ჯგუფური ეტაპის შედეგები
ავსტრია 0:1 საფრანგეთი
ავსტრია 3:1 პოლონეთი
ავსტრია 3:2 ნიდერლანდები
თურქეთი 3:1 საქართველო
თურქეთი 0:3 პორტუგალია
თურქეთი 2:1 ჩეხეთი
ორივე გუნდმა 3-დან 2 მატჩში მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა და საერთოდ, ორივე ამ ნაკრების მატჩები ევრო 2024-ზე უხვგოლიანი გამოდის (ავსტრიის პირველს თუ არ ჩავთვლით).
გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 მატჩი
ავსტრია 6:1 თურქეთი (2024)
ავსტრია 1:2 თურქეთი (2016)
ავსტრია 2:0 თურქეთი (212)
ავსტრია 0:0 თურქეთი (2011)
თურქეთი 2:0 ავსტრია (2011)
ავსტრია 2:4 თურქეთი (2008).
ბოლო ორ გამართულ მატჩში ორივე გუნდმა მოახერხა გოლის გატანა, ისტორიულად 17 გამართულ შეხვედრაში რომ ერთ გუნდს 23 გოლი აქვს გატანილი და მეორეს 24, იმაზე მიგვანიშნებს, რომ დიდი შანსია, დღეს კარის აღება ორივემ მოახერხოს.
ავსტრიამ ევრო 2024-ს სამ მატჩში 11 კუთხური მოაწოდა, თურქეთმა კი - 21, მათ შორის ყველაზე მეტი (9) პორტუგალიასთან 0:3 წაგებულ შეხვედრაში.
ამ ტურნირზე გამართულ 3 მატჩში თურქეთმა წარმოუდგენელი 16 ყვითელი ბარათი მიიღო - ყველაზე მეტი (11) ჯგუფის ბოლო მატჩში - ჩეხეთთან.
იმავე სამ მატჩში ავსტრიელებმა 10 ყვითელი დაიმსახურეს, საიდანაც ყველაზე მეტი (5) საფრანგეთთან პირველი ტურის მატჩზე მოდის.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ს
სარაჯიშვილი დათო
ესპანეთი არის ძალიან მაგარი გუნდი
10 საათის წინ
11 საათის წინ
10 საათის წინ