Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, 2030 წლის მუნდიალის ექვს ქვეყანაში ჩატარების იდეაზე ისაუბრა.
ტურნირი არგენტინაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ურუგვაიში, პარაგვაისა და მაროკოში გაიმართება. სამხრეთამერიკული ქვეყნები მხოლოდ პირველ სამ მატჩს მიიღებენ.
„2030 წლის მუნდიალი იქნება რაღაც განსაკუთრებული, უნიკალური. ეს იქნება ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის იუბილეზე ჩატარებული ტურნირი და ნამდვილად მთელ მსოფლიოს გააერთიანებს.
როცა 2030 წლის მსოფლიოს განხილვა დავიწყეთ, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოგვეფიქრებინა, იმიტომ რომ ფეხბურთის ისტორია ყველას უნდა ახსოვდეს." - აღნიშნა ინფანტინომ.
ცნობისთვის, ფეხბურთის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში, 13 ქვეყანას შორის გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ფინალში არგენტინას 4:2 მოუგო.
კომენტარები
1 თვის წინ
2 თვის წინ
3 თვის წინ