7 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 31-ე ტურში მან სიტიმ საკუთარ მოედანზე ასტონ ვილა გაანადგურა.
შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მე-11 წუთზე როდრიმ სიტი დოკუს პასის შემდეგ დააწინაურა, თუმცა 20-ზე დურანმა წონასწორობა აღადგინა.
მიუხედავად ანგარიშის გათანაბრებისა, ვილამ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გასვლა ვერ შეძლო - ფოდენმა 45+1 წუთზე სიტი კვლავ წინ გაიყვანა.
62-ზე ინგლისელმა დუბლი შეასრულა, კიდევ შვიდ წუთში კი ჰეთ-ტრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ შეხვედრაში პეპ გვარდიოლამ გუნდის ლიდერები, კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰალანდი დაასვენა და ბოლომდე სკამზე დატოვა.
მორიგი გამარჯვებით სიტიმ 67 ქულა დააგროვა და ქულებით მეორეადგილოსან ლივერპულს დაეწია, რომელიც თავის მატჩს დღეს შეფილდის წინააღმდეგ ჩაატარებს. ლიდერი არსენალია 68 ქულით.
კომენტარები