ლუკა ლოჩოშვილმა გერმანული ბუნდესლიგის ახალ სეზონში კიოლნის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა ქართველი მცველის თამაში დადებითად შეაფასა და ის ტოპ-შენაძენად მოიხსენია, რომელსაც გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
გამოცემამ დაწერა:
ლუკა ლოჩოშვილმა თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა. ის უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ნიურნბერგის ყოფილი ფეხბურთელი ტოპ-შენაძენია.
კიოლნმა სეზონის სტარტზე მძიმე მატჩი გამართა, სადაც მსგავსი ხასიათი გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მსვლელობისას ანგარიშში სხვაობით მარცხდებოდა, სიტუაციის შემოტრიალება და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება მოახერხა.