მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის 2026/27 წლების სეზონის პირველ ტურში, შტუტგარტთან მატჩში, ჯამალ მუსიალას გარეშე ითამაშებს.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში მოედანზე დაეცა, რის შემდეგაც მას ნევროლოგიური დისფუნქციით გამოწვეული კრუნჩხვები (absence seizures) დაუდგინეს.
ფეხბურთელი კლუბის სამედიცინო შტაბთან ერთად მედიკამენტური მკურნალობის კორექტირებაზე მუშაობს.
მისი არყოფნის ფონზე, ვინსენ კომპანიმ შესაძლოა ცენტრალური შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ნათანიელ ბრაუნი გამოიყენოს, ან თამაშში ახალწვეული ისმაელ საიბარი ჩართოს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის შემდეგ ნელნელა ფორმას იბრუნებს.