იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა სჭირდება კეინს ბაიერნის ლეგენდობისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

რა სჭირდება კეინს ბაიერნის ლეგენდობისთვის

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰარი კეინმა პრემიერ ლიგაში დაბრუნებისა და სხვა ჭორების ფონზე, მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.


ინგლისელმა ფორვარდმა გერმანიაში გადასვლით ტოტენჰემური „უტიტულო წყევლა“ დაასრულა - მან უკვე ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, დაეუფლა თასს და ფანტასტიკური სეზონის (73 გოლი კლუბსა და ნაკრებში) შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ოქროს ბურთიც დაიმსახურა.

მიუხედავად ფენომენალური შედეგებისა (156 გოლი 162 მატჩში) და ფანების უდიდესი სიყვარულისა, ბაიერნის ყოფილი ნახევარმცველის, დიტმარ ჰამანის აზრით, კეინს კლუბის ნამდვილ ლეგენდად (როგორებიც ბეკენბაუერი, მიულერი, რუმენიგე და კანი არიან) ჩამოსაყალიბებლად ერთი მთავარი რამ აკლია.


ის ბაიერნის ისტორიაში შევა, როგორც ოქროს ბურთის მფლობელი, რაც კლუბში ათწლეულებია არ მომხდარა, მაგრამ ნამდვილი ლეგენდის სტატუსისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაა აუცილებელი


საინტერესოა, რომ 26 ოქტომბერს გამართული დაჯილდოების შემდეგ, კეინს საკლუბო დონეზე ერთგვარი „წყევლა“ დაეტყო და ზედიზედ 4 მატჩია გოლი ვერ გააქვს. მიუხედავად ამისა, ინგლისელის ფორმაში ეჭვი არავის ეპარება, მან სანაკრებო პაუზაზე ხორვატიასა და ესპანეთს გაუტანა, რითაც ინგლისის ეროვნული გუნდის ისტორიაში გოლების რეკორდი 93-მდე გაზარდა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

ბაიერნი, რომელიც ბუნდესლიგას დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს 20 ნოემბერს კიოლნის წინააღმდეგ გამართავს, სადაც კეინს უგოლო სერიის დასრულების იდეალური შანსი ექნება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ბაიერნი
ბუნდესლიგა
ოქროს ბურთი
ჰარი კეინი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანუელ ნოიერი მეუღლეს დაშორდა - წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანუელ ნოიერი მეუღლეს დაშორდა - წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარკ ჰეიტლის პროგნოზი: გაიმეორებენ თუ არა ბელინგემი და რაისი კეინის წარმატებას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარკ ჰეიტლის პროგნოზი: გაიმეორებენ თუ არა ბელინგემი და რაისი კეინის წარმატებას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ზარი მიუნხენში - რაზე ისაუბრეს რეალისა და ბაიერნის პრეზიდენტებმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის ზარი მიუნხენში - რაზე ისაუბრეს რეალისა და ბაიერნის პრეზიდენტებმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 ნოე, 2026

მანუელ ნოიერი მეუღლეს დაშორდა - წყვილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს

News image

16 ნოე, 2026

კვარა ოქროს ბურთის შედეგებს გამოეხმაურა

News image

17 ნოე, 2026

მარკ ჰეიტლის პროგნოზი: გაიმეორებენ თუ არა ბელინგემი და რაისი კეინის წარმატებას

News image

18 სთ წინ

პერესის ზარი მიუნხენში - რაზე ისაუბრეს რეალისა და ბაიერნის პრეზიდენტებმა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება