ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა მადრიდის რეალთან მაიკლ ოლისეს შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებულ ჭორებს წერტილი დაუსვა.
გერმანული კლუბის ხელმძღვანელის თქმით, მიუნხენში სრული სიმშვიდეა და ფრანგი შემტევი გუნდის დატოვებას არ აპირებს.
ჰაინერმა ხაზი გაუსვა, რომ ფლორენტინო პერესთან 25-წლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და მასთან ოლისეს თაობაზე პირდაპირი საუბარი ჰქონდა. რეალის პრეზიდენტმა ის დაარწმუნა, რომ სამეფო კლუბს არც ფეხბურთელთან და არც მის აგენტთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, შესაბამისად, მოლაპარაკებების კარი ამ ეტაპზე დახურულია.
შეგახსენებთ, რომ ოლისე გასულ ზაფხულს რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მადრიდელებმა საბოლოოდ არჩევანი იან დიომანდეზე შეაჩერეს, რომელმაც ჟოზე მოურინიოს ნდობა უკვე მოიპოვა.
რაც შეეხება ოლისეს, მას ბაიერნთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და გერმანული გრანდი მის ხანგრძლივად შენარჩუნებას გეგმავს.