მას შემდეგ, რაც 16 წლის ინგლისელმა ტალანტმა, ჯეი ჯეი გაბრიელმა მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა და ბარსელონას ნაცვლად მადრიდის რეალი აირჩია (ფეხბურთელი უკვე მადრიდელთა ბაზაზე იმყოფებოდა), კატალონიურმა კლუბმა ალტერნატიული გეგმა აამოქმედა.
ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონას მთავარი სამიზნე ახლა ნორვეგიული ვალერენგას 15 წლის თავდამსხმელი, გაბრიელ რაიკოვიჩია. მიუხედავად ასაკისა, ბიჭი უკვე პირველ გუნდში თამაშობს, სიმაღლეში 1.87 მეტრია და ფიზიკური მონაცემებითაც საგრძნობლად გამოირჩევა. მეტიც, ის ნორვეგიის უმაღლესი ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (15 წლისა და 5 თვის ასაკში).
რეალში მანჩესტერიდან ჩუმად გაიქცა - კლუბი 16 წლის ფეხბურთელს უჩივის
საინტერესოა, რომ ნორვეგიელი ვუნდერკინდის დამატება თავად მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, რომელიც აკადემიიდან გაქცეული ჯეი ჯეი გაბრიელის შემცვლელს აქტიურად ეძებს. წინ საინტერესო სატრანსფერო ომი გველის.