ვინისიუს ჟუნიორის მადრიდული მომავალი ისეთი მყარი აღარ არის, როგორც ეს აქამდე ჩანდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელს რეალთან კონტრაქტი 2032 წლამდე აკავშირებს, კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პრედრაგ მიატოვიჩმა Cadena SER-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ფეხბურთელის გაყიდვა სავსებით რეალურია.
მიატოვიჩის განცხადებით, მადრიდელებმა გასულ ზაფხულს ვინისიუსის სანაცვლოდ ორი სოლიდური წინადადება (მათ შორის ერთი ლონდონის არსენალისგან) დაბლოკეს. თუმცა, თუ მიმდინარე სეზონი წარუმატებელი აღმოჩნდება და ფეხბურთელი გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს, კლუბი ნებისმიერ ახალ შეთავაზებას სერიოზულად განიხილავს.
თუ რეალი ლა ლიგას მოიგებს და ვინისიუსი ამაში მთავარ როლს შეასრულებს, მას არავითარ შემთხვევაში არ გაყიდიან. თუმცა, საპირისპირო სცენარის შემთხვევაში, კარგი შეთავაზებისას ის ტრანსფერზე დადგება
მიატოვიჩმა ხაზი გაუსვა ბრაზილიელის არასტაბილურ თამაშსა და ნაკრებში მის განსხვავებულ განწყობას. მისი თქმით, ეროვნულ გუნდში ვინისიუსი ბევრად ბედნიერია (5 გოლი ბოლო 2 მატჩში, მათ შორის ჰეთ-თრიკი სინგაპურთან), რეალში კი იან დიომანდეს სახით უდიდესი კონკურენცია დახვდა.
ყოფილმა ფეხბურთელმა ვარსკვლავს სიმშვიდისკენაც მოუწოდა:
„მგონია, რომ ის ცოტა მოეშვა და ფიქრობს, რომ ახალგაზრდობით უნდა დატკბეს. მინდა ვუთხრა, რომ ცხოვრებით ტკბობა კარიერის დასრულების შემდეგაც შეიძლება, თუმცა მაშინ ამდენ ფულს ვეღარ გამოიმუშავებს. როცა კონკურენცია ასეთი დიდია, მოდუნება არ შეიძლება“.