მას შემდეგ, რაც მაიკლ ოუენმა 2001 წელს ოქროს ბურთი მოიპოვა, ინგლისელ გულშემატკივარს ამ პრესტიჟული ჯილდოს ხილვას 25 წელი ელოდა. 2026 წელს ჰარი კეინმა ეს უსიამოვნო სერია დაასრულა, ბაიერნის თავდამსხმელმა კლუბსა და ნაკრებში 73 გოლი გაიტანა და კილიან მბაპეს აჯობა.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, მარკ ჰეიტლიმ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯუდ ბელინგემი და დეკლან რაისი ოქროს ბურთის სერიოზული კანდიდატები არიან. მისი თქმით, მადრიდის რეალის ვარსკვლავი, ბელინგემი უკვე უმაღლეს დონეზეა, თუმცა 27-28 წლის ასაკში ის ფიზიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება და მოედანზე მეტად დომინანტური გახდება.
ჰეიტლიმ არსენალის ნახევარმცველი, დეკლან რაისიც გამოარჩია. მიუხედავად იმისა, რომ რაისი შეტევაში ნაკლებად აქტიურია, ის პრემიერლიგის გამარჯვებულია და 27 წლის ასაკში კარიერის პიკზე იმყოფება. ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ინგლისური ფეხბურთისთვის ახალი ოქროს ეპოქა იწყება და ეს ორი მოთამაშე მომავალში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებს.