ფროზინონესა და საქართველოს ნაკრების გარემარბმა, გიორგი კვერნაძემ მიმდინარე 2026/27 წლების სეზონში შესანიშნავი სტარტი აიღო.
23 წლის ფეხბურთელმა იტალიის სერია ა-სა და თასის გათამაშებაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, პენალტიც მოიპოვა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
WhoScored-ის მონაცემებით, ქართველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ-ხუთი ლიგის საუკეთესო დრიბლიორების ხუთეულშია. გიორგის წარმატებული დრიბლინგების პროცენტი 61.2%-ია.
აღნიშნულ რეიტინგში პირველ პოზიციას ბრაიან გრუდა იკავებს (70.6%), მეორე ადგილზე ჯუდ ბელინგემია (69.8%), მესამეზე იან დიომანდე (64.9%), ხოლო მეოთხე პოზიციას მატიას სოულე (63.6%).