საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის ეგიდით, ჯგუფური ტურნირის პირველ ტურში ავსტრიასთან 0:0 ითამაშა.
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართულ მატში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა გოლი არ გავიდა და თითო-თითო ქულას დასჯერდნენ.
სატურნირო ცხრილში მოცემულობა ასეთია - ორივე გუნდს სათამაშო დარჩა ყაზახეთთან, რის შემდეგაც გაირკვევა პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას, მესამეადგილოსანი კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას B ლიგიდან შეეცდება.
საქართველოს ნაკრები ყაზახებთან 17 ნოემბერს, ისევ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშებს და უკვე ეცოდინება 14 ნოემბერს გასამართი ავსტრია-ყაზახეთის მატჩის შედეგი.
ფოტო: NAKREBI.GE
რა თქვეს 17-წლამდე ნაკრების წევრებმა ავსტრიასთან მატჩამდე?