იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პოზიტიური პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასასვლელად?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

პოზიტიური პროგნოზი - რა შანსები აქვს იბერიას კონფერენს ლიგის პლეი ოფში გასასვლელად?

25 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 კონფერენს ლიგაზე სამი ტურის შემდეგ 36 გუნდიან ცხრილში 29-ე ადგილს იკავებს და ამჟამად საპლეიოფო ზონის მიღმა იმყოფება.


ლევან კორღალიძის შეგირდებმა სამ მატჩში 1 ფრე ითამაშეს, 2 შეხვედრა დათმეს და აქტივში 1 ქულა და 3-ქულიანი უარყოფითი ბურთების სხვაობა აქვთ.

ევროპული ანალიტიკური პლატფორმებისა და სტატისტიკური მოდელების შეფასებით, იბერიას ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ამჟამად 20-25%-ს არ ცდება.


მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები ტოპ-24-ში მოხვედრისთვის რთულ ბრძოლას პროგნოზირებენ, ციფრული მოდელები ცალკეულ საშინაო მატჩებში, კერძოდ ხეტაფესთან დაპირისპირებაში, ქართული კლუბის გამარჯვების ალბათობას საკმაოდ მაღალ, დაახლოებით 48%-იან ნიშნულით აფასებენ.


საფეხბურთო ექსპერტები და რეგიონული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იბერიას კამპანიის შეტრიალება ჯერ კიდევ შეუძლია და ამისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი არსებობს.


თბილისურ არენაზე გუნდმა არაერთხელ აჩვენა ტაქტიკური მდგრადობა და ენერგია. ზოგადი ეტაპის დასკვნითი სამი მატჩიდან ორი ხეტაფესა და ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ თბილისში გაიმართება. ესაა ზუსტად ის მატჩები, სადაც ცხრილის ქვედა გუნდები გადამწყვეტ ქულებს აგროვებენ.


ანალიტიკა აჩვენებს, რომ იბერია ფიზიკურად და ტაქტიკურად ტოლ-სწორად ებრძვის მეტოქეებს და სტაბილურად მაღალ, 87.3%-იან ზუსტი გადაცემების მაჩვენებელს აფიქსირებს.


ტურნირის დებიუტანტის სტატუსი და მეტოქეების მხრიდან შესაძლო არასათანადო დამოკიდებულება შანსს ტოვებს, რომ შინ მოპოვებულმა ქულებმა გუნდი საპლეიოფო ზონაში გადაიყვანოს.


ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, საპლეიოფო ოცეულში (ტოპ-24) მოსახვედრად საჭირო ქულების ზღვარი საშუალოდ ასე გამოიყურება:

8 ქულა - ამდენი ქულის დაგროვება ძირითადად პლეიოფის საგზურს უზრუნველყოფს.
6-7 ქულა - წინა სეზონების მიხედვით ესაა ყველაზე რეალური ზღვარი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც გუნდების დიდი უმრავლესობა შემდეგ ეტაპზე გადის.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ იბერიამ ტურნირზე ბრძოლა გააგრძელოს, დარჩენილ სამ შეხვედრაში სულ მცირე ორი გამარჯვება დასჭირდება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იბერია 1999
კონფერენს ლიგა
ლევან კორღალიძე
საქართველო
ხეტაფე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? - იტალიური პრესა ქართველზე წერს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? - იტალიური პრესა ქართველზე წერს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

U17-მა ევროს შესარჩევი დაიწყო - როგორ დასრულდა მატჩი ავსტრიასთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

U17-მა ევროს შესარჩევი დაიწყო - როგორ დასრულდა მატჩი ავსტრიასთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე და ბელინგემი - ქართველი ევროპის საუკეთესოთა ხუთეულშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვერნაძე და ბელინგემი - ქართველი ევროპის საუკეთესოთა ხუთეულშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

კვერნაძე გასპერინის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? - იტალიური პრესა ქართველზე წერს

News image

43 წთ წინ

"ჩვენთვის უპირატესობას წარმოადგენს" - უკრაინელი ფეხბურთელი კვარას ტრავმაზე

News image

19 წთ წინ

U17-მა ევროს შესარჩევი დაიწყო - როგორ დასრულდა მატჩი ავსტრიასთან?

News image

17 წთ წინ

კვერნაძე და ბელინგემი - ქართველი ევროპის საუკეთესოთა ხუთეულშია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება