იტალიური გამოცემა Romagiallorossa.it-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომაში გიორგი კვერნაძის სავარაუდო ტრანსფერს სრულად გამორიცხავენ.
კლუბში აცხადებენ, რომ ქართველი ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ფროზინონეს გარემარბის მიმართ რომას, ნაპოლის, მონაკოს, ევერტონის, კრისტალ პალასისა და სპორტინგის ინტერესზე აქტიურად წერდნენ, რომაში კვერნაძის ტრანსფერი კატეგორიულად უარყვეს.
გამოცემა წერს:
კვერნაძეს აკლია ტექნიკური არსენალი და ტაქტიკური განსწავლულობა, რასაც ჯან პიერო გასპერინი ნებისმიერი ფეხბურთელისგან ითხოვს. მწვრთნელი რომას თავდასხმის ხაზის შესასვებად გაცილებით მაღალი კლასისა და დინამიკის მქონე მოთამაშეებზე ამახვილებს ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა შემტევმა ფროზინონეს მაისურით სერია ა-სა და იტალიის თასზე ჯამში 12 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.