საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდის B ლიგის პირველი მატჩი დანიის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით, 2:5 დამარცხდა.
მატჩის პირველ ნახევარში დანიელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ფრედერიკ ბუნტენის, იაკობ ამბეკის და უილიამ ფაბერის ზუსტი დარტყმების წყალობით დაწინაურდნენ, რასაც საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაიმის მიწურულს, სანდრო მიქაუტაძის მიერ 40-ე წუთზე პენალტით გატანილი გოლით უპასუხა.
მეორე ტაიმში დანიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მათე შათირიშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო ერთი გოლი ნიკოლას გამელგარდმა გაიტანა.
მიუხედავად ამისა, შათირიშვილმა 68-ე წუთზე გაიტანა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ჯგუფური ეტაპის მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 14 ნოემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 17 ნოემბერს მასპინძელ სან-მარინოს დაუპირისპირდება.