უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, ედუარდ სარაპიიმ საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
ედუარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი მინდორზე მხოლოდ სამი ქულის მოპოვება იქნება:
ძალიან კარგი და ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ ყველას ესმის, რომ როგორც ირლანდიელებთან, ისე საქართველოსთან აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება. ამიტომ, მხოლოდ ორი მოგებისთვის ვიბრძოლებთ. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვაქვს.
სარაპიის თქმით, ქართველი ფეხბურთელები ძირითადად ტექნიკური სტილით გამოირჩევიან:
საქართველოს ძირითადად ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც პირისპირ ბრწყინვალედ თამაშობენ. ერთი სიტყვით, ორივე მატჩი ძალიან რთული იქნება.
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთში უკრაინის გუნდს შეხვდება.