23 ნოემბერს თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია იხსნება!
თბილისი ცენტრალში იხსნება მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია. 23 ნოემბერს იქნება ოფიციალური გახსნა.
იქნება უმაღლესი ხარისხის საბრძოლო გალია, საჭიდაო სივრცეები, ტრენაჟორები, ბოქსისა და კიკბოქსინგის ტომრები და რაც მთავარია, მაგარი მწვრთნელები გვეყოლება როგორც MMA-ში, ისე ჯიუ-ჯიცუში და სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში.
ყველა პროფესიონალ მებრძოლს შეეძლება აქ მოსვლა, ვარჯიში და განვავითარებთ ერთმანეთს. ვეცდები, ჩემი გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიარო ჩვენს დებსა და ძმებს.
საქართველო უნდა იყოს MMA-ის ცენტრი.
აქ უნდა ჩამოვიდეს ხალხი და აქ უნდა ივარჯიშოს, ჩვენ კი არ უნდა წავიდეთ სხვაგან. ვინც წასული ვართ, როგორც მე, უნდა დავბრუნდეთ და მაგარი ბიჭები და გოგოები ვინც არიან, არ უნდა წავიდნენ და აქ ერთად ვივარჯიშოთ.
შევხვდებით 23 ნოემბერს. აქ იქნება ჩემპიონების სამჭედლო." - აცხადებს მერაბ დვალიშვილი ვიდეოში.