ბაიერნის 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი და მისი 26 წლის მეუღლე, ხელბურთელი ანიკა ბისელი ერთმანეთს დაშორდნენ.
RTL-ის ინფორმაციით, წყვილი ოქტომბრის დასაწყისში დაშორდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-იც ადასტურებს.
ნოიერისა და ბისელის ქორწინებამ სამ წელზე ოდნავ ნაკლები გასტანა. ისინი 2020 წლიდან იყვნენ ერთად, ხოლო 2023 წლის ნოემბერში ტეგერნზეს ტბასთან ოფიციალურად იქორწინეს. 2025 წლის ივლისში წყვილმა სამხრეთ ტიროლში საქორწინო წვეულებაც გამართა.
2024 წლის მარტში მათ პირველი ვაჟი შეეძინათ, ხოლო 2026 წლის შემოდგომის დასაწყისში მეორე ბიჭი დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნოიერისთვის მეორე განქორწინებაა. მანამდე გერმანელი მეკარე ნინა ვაისზე იყო დაქორწინებული. ისინი 2014 წელს გაიცნეს ერთმანეთი, 2017 წელს იქორწინეს, 2020 წლის დასაწყისში კი დაშორდნენ. განქორწინება იმავე წლის დეკემბერში ოფიციალურად გაფორმდა.