გიგა ჭიკაძე თავის მომდევნო ბრძოლას UFC Vegas 112-ზე 14 დეკემბერს ჩაატარებს.
ქართველის მეტოქე არგენტინელი კევინ ვალიეხოსი იქნება. ინფორმაცია თავად გიგამ Fight Hop Podcast-ში საუბრისას დაადასტურა.
გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა აპრილში ჩაატარა და 3-რაუნდიან დაპირისპირებაში დევიდ ონამასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.
კევინ ვალიეხოსი 23 წლის მებრძოლია, რომელსაც UFC-ში 2 ჩხუბი აქვს ჩატარებული.
ელ ჩინომ ორივე მათგანში გამარჯვება მოიპოვა. მარტში მან ჩოი სუნგ-ვუ პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, აგვისტოში კი დენი სილვას გადაწყვეტილებით მოუგო.