საქართველოს ნაკრებმა პარაძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა.
მირიან ოგნაძემ (+215 კგ.) 215 კილოგრამი დასძლია, ჩაჯდომში 282 კილოგრამი ასწია, შედეგად ორი ოქროს მედალი და უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.
გიორგი მაისურაძემ (+125 კგ.) 165 კილოგრამი ჩათვალა, სამჭიდის ჯამში კი 590 კილოგრამი დააგროვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
გიორგი გიგაურმა (-56 კგ.) წოლჭიმში 61 კილოგრამი ასწია, სამჭიდის ჯამში კი 286 კილოგრამი დააგროვა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ზაზა მარტიაშვილმა კი (-125 კგ.) 155 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.