VIDEO: ბომბარდირთა ლიდერმა ისევ შეაგდო - სამგურალმა გარეჯთან ფრე ითამაშა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, გიორგი ფანცულაიამ, ჩემპიონატის 31-ე ტურში, მორიგი გოლი გაიტანა. მისმა სამგურალმა გაგრასთან ფრე - 1:1 ითამაშა.
გაგრელები გიორგი ხარებაშვილის (სეზონში მე-6 გოლია) გოლით იგებდნენ, ფანცულაიამ კი ანგარიში 86-ე წუთზე გაათანაბრა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-15 შედეგიანი დარტყმა მიითვალა.
31 წლის თავდამსხმელს ბოლო 4 ტურში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, ბოლო 8 ტურში კი 7 გოლი და 1 ასისტი. ბომბარდირთა დავის მე-2 ადგილოსან ტორპედოს ბიორნ იონსენს 3 გოლით უსწრებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იონსენს ამ ტურში ჯერ სათამაშო აქვს - გორის დილასთან სტუმრად.
სამგურალს 39 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე იმყოფება, გაგრელებს კი, დინამო ბათუმის მსგავსად, 37 ქულა მოუგროვდათ და მეექვსე-მეშვიდე პოზიციებს ინაწილებენ.