კოპენჰაგენში საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარში ბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას სლოვენიაში, უკრაინულ კლუბთან ერთად დაიწყებს.
დანიურ კლუბს ქართველი მცველის გამოსყიდვის უფლებით მარტის ბოლომდე უნდა ესარგებლა, თუმცა კოპენჰაგენმა ეს პუნქტი არ გამოიყენა.
შახტარმა შეკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი შეიყვანა. - ინფორმაციას Geo Team აქვეყნებს.
გოჩოლეიშვილი დონეცკურ გუნდს 2023 წელს საბურთალოდან შეუერთდა, გასული სეზონი კი იჯარის წესით კოპენჰაგენში გაატარა.