ილია თოფურიამ UFC 317-ის წინ მედიასთან ისაუბრა და მოსამზადებელი კემპი შეაფასა.
"ჩემი მოსამზადებელი კემპებიდან ყველაზე ბედნიერი ახლა ვარ წონის კლების გამო. მთელი პროცესისგან სიამოვნება მივიღე და მზად ვარ. ვერც კი წარმოიდგენთ იმას, რასაც 29 ივნისს იხილავთ.
ყველაფერი შეიცვალა, რადგან საბოლოოდ ეს 10 ფუნტი დიდ განსხვავებას ქმნის. აქამდე 12 კვირით ადრე ვიწყებდი წონის კლებას.
სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებდი, რადგან პროფესიონალი უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი მთლიანი პროცესისგან სიამოვნებას ვიღებ და ბედნიერი ვარ.
თუ ჩარლზი დავაზიანე, მას დაბრუნების შანსი არ ექნება. ჩემი ძალა სხვებისგან საგრძნობლად განსხვავებულია." - განაცხადა თოფურიამ მოახლოებული ბრძოლის წინ.
ვინ იმსაჯებს თოფურია-ოლივეირას ბრძოლას?