გიორგი მიქაუტაძემ მადრიდის ატლეტიკოს ვანდა მეტროპოლიტანოზე გაუტანა - მისმა ვილიარეალმა დედაქალაქში 2:2 ითამაშა.
ქართველმა თავდამსხმელმა 75-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, რობინ ლე ნორმანთან ორთაბრძოლისას მოიპოვა პენალტი, რომელიც იან ობლაკს თავადვე დაურტყა და გაუტანა.
10-კაციანმა ათლეტებმა დარჩენილ დროში გათანაბრება შეძლეს (ჯიულიანო სიმეონეს გოლით) და ვილიარეალმა ლა ლიგის ახალ სეზონში 2-დან მეორე ფრე ითამაშა - რასინგ სანტანდერთან და ატლეტიკო მადრიდთან (ორივე 2:2).
ჟორჟმა რასინგთან მატჩისას საგოლე პასი გააკეთა, ეს კი ახალ სეზონში მისთვის პირველი გოლია.