გიორგი გაგუამ 2026-27 წლების სეზონი შედეგიანად დაიწყო და უკვე მე-6 საგოლე მოქმედება შეასრულა.
სლოვაკეთის NIKE LIGA-ს მე-5 ტურში, ქართველმა თავდამსხმელმა პოდბრეჟოვასთან მატჩისას საგოლე პასი გააკეთა. მისმა დუნაისკა სტრედამ 5:0 მოიგო.
გაგუამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ცოტნე კაპანაძე დუნაისკას განაცხადში არ ყოფილა.
გიორგი გაგუამ, მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის ეგიდით, მე-8 შეხვედრა ჩაატარა და მე-6 საგოლე მოქმედება მიითვალა - 2 გოლი, 4 ასისტი.
ჩემპიონატის 4 ტურის შემდეგ დუნაისკა სტრედა დაუმარცხებელია, 10 ქულა აქვს და ლიდერებს შორისაა.