სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე თავისუფალის სტილით ჭიდაობის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სანდრო ყურაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
92 კგ. წონით კატეგორიაში, სანდრო ყურაშვილმა ამერიკელ, რუს და ყაზახ მეტოქეებს იოლად მოუგო და ფინალში ირანელ ფიროუზ ჯაეი რაჰმანიზე გავიდა.
სატიტულო მატჩში ქართველმა მოჭიდავემ მეტოქეს 5:2 აჯობა და, ოქროს მედალთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსტი მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენებისთვის მიმდინარე ტურნირზე პირველი მედალია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიგო - კობა ქარუმიძე (55 კგ.) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო საბა ფურცელაძემ (130 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია