სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე თავისუფალის სტილით ჭიდაობის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლის მოგების შანსი აქვს.
92 კგ. წონით კატეგორიაში, სანდრო ყურაშვილმა ამერიკელ, რუს და ყაზახ მეტოქეებს იოლად მოუგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
სანდრო დღეს ფინალურ შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონობისთვის, ირანელ ფიროუზ ჯაეი რაჰმანის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ უკვე დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიგო - კობა ქარუმიძე (55 კგ.) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო საბა ფურცელაძემ (130 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია