სერბეთის ქალაქ ლოზნიცაში მიმდინარე კრივის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებს პირველი ჩემპიონი ჰყავს.
50 კგ. წონით კატეგორიაში, შალვა ბერიძემ ფინალურ შეხვედრამდე 4 ბრძოლა მოიგო, ტიტულისთვის კი ირლანდიელ კრისტიან ჯუბანის დაუპირისპირდა, ისიც დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
"ჩავატარე 5 ორთაბრძოლა, ყველა მოვიგე და ევროპის ჩემპიონი გავხდი. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, მამას, ოჯახის წევრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა. ასევე, მადლობა საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას", - თქვა ევროპის ჩემპიონობის შემდეგ ბერიძემ.
ჩვენს გუნდს ტურნირზე კიდევ 2 მედალი აქვს - 70 კგ. წონით კატეგორიაში, აკაკი ბასარია ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო დავით მხეცაძე (80 კგ.) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ფოტო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია