ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის 250-ქულიანი ტურნირის 1/2 ფინალში სეტწაუგებლად გავიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 რაუნდის გავლის შემდეგ, ძირითად ბადეში მარინ ჩილიჩსა (6:2; 7:5) და ფაკუნდო დიას აკოსტას (6:2; 6:4) მოუგო, 1/4 ფინალურ შეხვედრაში კი 38 წლის ფრანგ ადრიან მანარინოს დაუპირისპირდა.
ქართველი და ვეტერანი ფრანგი ბოლო 16 დღეში ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ - 7 ოქტომბერს, შანხაის მასტერსზე ბასილაშვილმა მეორე სეტში თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, ამჯერად კი მეტოქეს ორ სეტში იოლად აჯობა და მატჩი 6:3; 6:1-ით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნიკამ მანარინოს 2017 წლის შემდეგ პირველი ურთიერთშეხვედრა მოუგო და პირადი ანგარიში 2:3 გახდა.
ალმატის ტურნირის 1/2 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მეტოქეს ელოდება - ბერძენ სტეფანოს ციციპასს (39-ე ჩოგანი) ან ავსტრალიელ ჯეიმს დაკვორტს (73-ე ჩოგანი) დაუპირისპირდება.
VIDEO: ბასილაშვილმა დიდი სლემის ჩემპიონი დაამარცხა!