ისტორიული ქულა - იბერიას ისტორიულ გამარჯვებამდე წუთები დააკლდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფა კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მე-2 ტურში იბერია 1999 შინ შვედურ მიალბის დაუზავდა.
თბილისში გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და იბერიამ ქართული კლუბების ისტორიაში პირველად, ევროტურნირებზე ქულის აღება მოახერხა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში 55-ე წუთზე სიხარულაშვილის მიერ მოპოვებული პენალტიდან ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გახსნა და ისტორიული გოლიც გაიტანა.
მაშინ, როცა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანდა, სტუმრებმა ანგარიში 89-ე წუთზე გაათანაბრეს, შემდეგ კი, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მატჩის მოგებაც კი შეეძლოთ, თუმცა საბედნიეროდ, იბერიამ ფრის შენარჩუნება მოახერხა.
ასეა თუ ისე, იბერია 1999-მა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროტურნირებზე პირველი ქულა აიღო და ორი მატჩის შემდეგ, 1 ქულა აქვს.
შემდეგ მატჩს აღნიშნულ ტურნირზე ლევან კორღალიძის გუნდი სტუმრად კოპენჰაგენთან 5 ნოემბერს გამართავს.