მარიამ ბოლქვაძემ, საფრანგეთის ქალაქ შერბურ ენ კოტენტენში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო W50 კატეგორიის ტურნირზე, 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის 1/16 ფინალში ფრანგ ნაია ბერეკოეჩეას აჯობა, 1/8 ფინალში კი თურქი ბერფუ ჯენგიზი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მარიამმა ორივე მატჩში პირველი სეტი წააგო და გამარჯვება ამის შემდეგ შეძლო.
ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე იქნება 26 წლის პორტუგალიელი, ფრანსისკა ჟორჟე, რომელიც WTA-ის ამჟამინდელ რეიტინგში 218-ე ნომერია, ხოლო კონტენტენში მე-3 ნომრად არის განთესილი. ურთიერთშეხვედრებში ჟორჟე 2:1-ს იგებს.