საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა ევროთასზე მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ტურნირის მე-4 ტურში მისი ბაჰჯეშეჰირი ბოსნიურ ბოსნასთან სტუმრად 77:86 დამარცხდა.
რიდმა პარკეტზე 21:21 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 15 ქულა, 3 მოხსნა, 1 ასისტი შეჰმატა, რაც, ქულების მხრივ, თურქებს შორის მეორე მაჩვენებელია.
ბაჰჯეშეჰირმა ევროთასის მიმდინარე სეზონში, 3 გამარჯვების შემდეგ, პირველი შეხვედრა წააგო, თუმცა ტურნირის თანალიდერებს შორის რჩება. 27 ოქტომბერს ერთ-ერთ კონკურენტ ბერძნულ პაოკ-ს უმასპინძლებენ.
რიდის მაგარი პერფორმანსი და ლიდერობა - რამდენი ქულა ჩააგდო?