საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა.
მისმა ბაჰჯეშეჰირმა ბურსასპორს სტუმრად 90:80 მოუგო, 4-დან მეოთხე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით ერთპიროვნულად გალიდერდა (მინიმუმ იქამდე, სანამ ანადოლუ ეფესი ითამაშებს).
რიდმა 20:55 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 16 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი შეჰმატა. ქულების მხრივ, ბაჰჯეშეჰირის რიგებში საუკეთესო იყო, ბურსასპორის ამერიკელმა ლეგიონერმა, ჯეივონ ფრიმენ-ლიბერთიმ კი 20 ქულა დააგროვა.
ბაჰჯეშეჰირი მომდევნო ტურში, 24 ოქტომბერს, ბოლოადგილოსან ბეშიქთაშს (1 მოგება, 2 წაგება) უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, მარკის რიდს კიდევ უფრო შედეგიანი მატჩი ჰქონდა 13 ოქტომბერს, ევროთასის მე-3 ტურში, მანრესასთან - 22 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი მიითვალა და მატჩის MVP გახდა.