გურამ გიორბელიძემ თურქეთის სუპერ ლიგაში კიდევ ერთი საგოლე მოქმედება შეასრულა.
ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით, ქართველის ერზურუმსპორმა 3-ქულიან ბოლოადგილოსან ეიუპსპორს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
მე-19 წუთზე გიორბელიძემ კარგი შემორბენა გააკეთა, შემდეგ კარის წინ თანაგუნდელს მაღალი ბურთი დაუკიდა და ფაქტობრივად დაუცველ კარში გაატანინა.
30 წლის მარცხენა მცველისთვის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-2 საგოლე პასია - ქონიასპორთან გუნდმა მისი ასისტით გატანილი გოლით მოიგო.
საწყის ორ ტურში სათადარიგოთა სკამზე დარჩენის შემდეგ, გიორბელიძე ერზურუმსპორის ძირითადის უცვლელი წევრია და სტაბილური სათამაშო დრო აქვს.
ერზურუმელებმა 8 ტურში 11 ქულა მოაგროვეს და ცხრილის მე-9 პოზიციაზე არიან. 24 ოქტომბერს 8-ქულიან გაზიანთეფს ესტუმრებიან.