სანდრო ბაზაძე ალჟირში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო თასის ფინალში გავიდა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა გამოსვლა 1/32 ფინალიდან დაიწყო, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
სანდრომ 1/4 ფინალური შეხვედრა ფრანგ სებასტიან პატრისს 4:8-დან მოუგო, 1/2 ფინალში კი იაპონელ მაო კოკუბოს 15:10 აჯობა.
ბაზაძე ფინალში უნგრელ კრისტიან რაბის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ქართველმა მოფარიკავემ სექტემბერში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული სატელიტ ტურნირი მოიგო.