სანდრო ბაზაძე ალჟირში გამართული ფარიკაობის მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა გამოსვლა 1/32 ფინალიდან დაიწყო, ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო და ფინალში უნგრელ კრისტიან რაბიზე გავიდა.
სატიტულო დაპირისპირება ბაზაძის უპირატესობით წარიმართა და 15:12 დასრულდა, რითაც მსოფლიო თასის გამარჯვებულის სტატუსი მოიპოვა.
ჩვენმა ლეგენდარულმა მოფარიკავემ უშუალოდ მსოფლიო თასზე კარიერაში მე-2 ოქროს მედალი მოიგო - 2022 წელს პირველი თბილისში. ამის გარდა, აღნიშნულ ტურნირზე აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს.
სანდრომ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და 2-დან ორივე ტურნირზე ოქროს მედალი დაისაკუთრა - სექტემბერში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული სატელიტ ტურნირის ჩემპიონი გახდა.
ბაზაძე მსოფლიო თასის ფინალშია! - ვინ იქნება მეტოქე?