2027 წელს საქართველო ძალოსნობაში 20 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ალბანეთის ქალაქ დურესში 20 და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელზეც ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასპარეზობა 38 მედლით - 11 ოქროთი, 17 ვერცხლითა და 10 ბრინჯაოთი დაასრულა.
20-წლამდელთა ნაკრებმა 14, 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
გოგა ჯაჯვანმა (95 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა, ატაცსა და ორჭიდში კი რეკორდი დაამყარა, გივი დარსაველიძემ (+110 კგ) სამი ვერცხლი, ირაკლი ვეკუამ (+110 კგ) კი სამი ბრინჯაო, რევაზ მილდიანი (70 კგ) ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ლუკა სილაგაძე (95 კგ) კი - ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი.
23-წლამდელთა ნაკრებმა 12, 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
ზურაბ მსხალაძემ (85 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა, გიგა ოდიკაძემ (60 კგ) ერთი ოქრო და ორი ვერცხლი, მანუჩარ ყიფშიძემ (70 კგ) ბრინჯაო, გერვასი თაბაგარმა (95 კგ) ვერცხლი, საბა ასანიძემ (95 კგ) ბრინჯაო, გურამ ვეკუა (110 კგ) კი სამი ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა.
გოგონებმა 12, 4 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 20-წლამდელებს შორის ნანა ხორავამ (77 კგ) სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა, მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) კი - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი.
23-წლამდელებს შორის ნათია გადელიამ (86 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა, მარიამ მაისურაძემ (49 კგ) კი სამი ვერცხლი.