იბერია 1999-ის ნახევარმცველმა, ნიკა დადიანმა მიალბისთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"ევროპული მატჩიდან დაბრუნება და ახალი თამაშისთვის ეგრევე მზადება ახალი გამოცდილებაა. ვფიქრობთ, კარგად მოვემზადეთ და ხვალ ამას ნახავთ.
დილასთან მატჩის შემდეგ დასვენება არ გვქონია და ძალიან ინტენსიური მზადება გვაქვს. მეტოქის პლუს-მინუსებზე დღეს საღამოს უნდა ვილაპარაკოთ, როცა გუნდური თეორია გვექნება.
ორი სხვადასხვა ტურნირია - ეროვნულ ლიგაზე რაც გვყოფნის, ფაქტია, იქ საკმარისი არაა. სხვა ტემპია და სხვანაირი მოთხოვნებია, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ თითოეულ ჩვენგანს იქ თამაშიც წარმატებით შეუძლია“, - განაცხადა დადიანმა.
იბერია 1999-ისა და მიალბის შეხვედრა 22 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:45 საათიდან გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
კორღალიძემ მიალბისთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ღიად ილაპარაკა