მიალბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეას ბრენსტრიომმა იბერია 1999-თან მატჩამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"მოხარული ვარ ამ შესანიშნავ ქვეყანაში ჩამოსვლით. ვმონაწილეობთ ტურნირზე, რომელიც დიდ გამოცდილებას გვაძლევს.
იბერიას შესახებ ვიცით, რომ კარგი თამაშები ჩაატარა კონფერენს ლიგაზე და ჩემპიონატის ბოლო მატჩში დილასთანაც. ჩვენ მათთან გვექნება იგივე მიზანი, რაც პირველ შეხვედრაში გვქონდა და შევასრულეთ. ვეცდებით, სოლიდურად, თავდაჯერებით და კარგი დისციპლინით ვითამაშოთ. ჩვენი ტაქტიკა სწორედ ამისკენ იქნება მომართული.
იბერია ძალიან ტექნიკური და სოლიდური გუნდია, გამოვარჩევდი ნახევარმცველების წყვილს, რომელთაც ეტყობათ, რომ კარგად შეთამაშებულები არიან. ასევე ძლიერია მარცხენა მცველი", - აღნიშნა ბრენსტრიუმმა.
იბერია 1999-ისა და მიალბის შეხვედრა 22 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:45 საათიდან გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.