მიალბის მცველმა, ტომ პეტერსონმა იბერია 1999-თან მატჩამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი ევროტურნირის ძირითად ეტაპზე პირველად თამაშობს. ამას დიდი ხანი ველოდით და ჩვენთვის ოცნების ახდენას ჰგავს.
აქ დიდ გამოცდილებას შევიძენთ, რაც შვედეთის ჩემპიონატში უკეთესი შედეგების დაფიქსირებაში დაგვეხმარება.
აქაური გარემო ძალიან მომწონს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საფეხბურთო არენაა, რომელზეც კარიერაში მითამაშია. ვეცდებით, ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ და პროცესით ვისიამოვნოთ", - განაცხადა 36 წლის პეტერსონმა.
იბერია 1999-ისა და მიალბის შეხვედრა 22 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:45 საათიდან გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.